Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნათია თურნავა: ჩვენი საინვესტიციო იმიჯი იმდენად მყარია, რომ მას სჭირდება სერიოზული გაფრთხილება


საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ საქართველოს საინვესტიციო იმიჯი მყარია და მას გაფრთხილება სჭირდება. ასე უპასუხა მან "ფრონტერას" შესახებ დასმულ კითხვას, რომელიც კომპანიისთვის საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობას იძლევა.

"ჩვენი საინვესტიციო იმიჯი იმდენად მყარია, რომ მას სჭირდება სერიოზული გაფრთხილება. ეს არ არი მხოლოდ იმიჯი, ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულება, რომელსაც დავიცავთ", - თქვა მინისტრმა.

საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, აღარ მოშალოს კონტრაქტი "ფრონტერა"-სთან და შესაძლებლობა მისცეს კომპანიას, საქმიანობა განაგრძოს საწყისი საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც ნავთობის მოპოვება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა.

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საუბარია სახელმწიფოს საძიებო ტერიტორიის დაახლოებით 1%-ზე, რადგან ამ ტერიტორიის დაახლოებით 99% „ფრონტერა“-მ, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფოს უკვე დაუბრუნა.

სამინისტროს ოფიციალური განცხადების თანახმად, სახელმწიფოს მიერ ამ გადაწყვეტილების მიღება განპირობებულია ქვეყნის წინაშე მდგარი სტრატეგიული ამოცანებით.

ასევე ნახეთ:

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG