Accessibility links

კორონავირუსის გლობალური მაჩვენებელი სწრაფად იზრდება


განვლილი დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოში 15 მილიონს გადააბიჯა, ხოლო აშშ-ი ზედიზედ მეორე დღეა, რაც გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა 1 100-ს აღწევს, როგორც ეს მაისის ბოლოს იყო.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა მომდევნო დღეებში შესაძლოა გაიზარდოს, რადგან ყოველდღიურად აშშ-ში კორონავირუსის 66 000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ამის გამო ბევრი შტატის საავადმყოფოებში შეიმჩნევა ავადმყოფების რაოდენობის საგანგაშო ზრდა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის 23 ივლისის მონაცემებით კორონავირუსის გლობალური მაჩვენებელი 15,2 მილიონს შეადგენს. პანდემიის განმავლობაში მსოფლიოში გარდაიცვალა 623 000 პაციენტი.

აშშ-ი ითვლება კორონავირუსით ყველაზე უფრო მეტად დაზარალებულ ქვეყნად, სადაც პანდემიის განმავლობაში ვირუსული ინფექცია დაუდასტურდა დაახლოებით 4 მილიონ ადამიანს, სენმა იმსხვერპლა 143 000 პაციენტი.

კორონავირუსის შემთხვევები სწრაფად იზრდება ლათინურ ამერიკაში, სადაც ეპიდემიის განმავლობაში დაინფიცირდა 4 მილიონზე მეტი ადამიანი.

კორონავირუსის სწრაფი გავრცელებით (2,2 მილიონზე მეტი პაციენტი) მეორე ადგილზეა ბრაზილია, მესამეზე ინდოეთი, სადაც 22 ივლისის ანგარიშით 1,2 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.

ავსტრალიის სიდიდით მეორე ქალაქ მელბურნში ხელისუფლებამ 22 ივლისიდან სავალდებულოდ გამოაცხადა ქუჩაში პირბადეების ტარება.

ვირუსული შემთხვევების ზრდის გამო ტოკიოს მერმა მოსახლეობას მოუწოდა მომდევნო უქმე დღეები სახლებში გაატარონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG