Accessibility links

"ქართული ოცნება" უარყოფს, რომ თემურ აბაზოვი მათ სიაში იქნება


"ქართული ოცნების" პრესსამსახურის ინფორმაციით, მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის პარტიულ სიაში ჩასმა არ განიხილება. ის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი "სტუდია მონიტორის" გამოძიებისა და დაპატიმრების შემდეგ გახდა. პროკურატურა ამტკიცებდა, რომ მან მოქალაქეს სახეში შეაფურთხა და აიძულა შარდით მოებანა სახე.

"არც განიხილება და არც განიხილებოდა", - აცხადებენ პარტიის პრესსამსახურში.

პარტიიდან ამ ინფორმაციის მიღებამდე, რადიო თავისუფლებამ სცადა თავად აბაზოვთან დაკავშირება. მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. გუშინ კი მისი კომენტარი გავრცელდა მედიაში, სადაც ის აცხადებდა, რომ პარტიიდან შემოთავაზება მიიღო და მას უარი არ უთქვამს.

თემურ აბაზოვი, რომელსაც მერობის დროს მოქალაქის მიმართ დამამცირებელ დამოკიდებულებას ედავებოდნენ, სასამართლოს პირველმა ინსტანციამ უდანაშაულოდ სცნო. მოქალაქის მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში მერის შესაძლო მონაწილეობაზე ინფორმაცია თავდაპირველად “სტუდია მონიტორმა”​ გაავრცელა. სიუჟეტი ასეთი წარდგენით გავრცელდა: “მოქალაქე, რომელმაც პარლამენტთან აქციაზე ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს აგინა, ძალადობის მსხვერპლი გახდა. გავრცელდა ვიდეოები, სადაც ეს მოქალაქე ბოდიშს იხდის და სახეზე სავარაუდოდ შარდს ისვამს”.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG