Accessibility links

სასამართლო განაჩენს გამოაცხადებს ნაცისტი დამნაშავის, ბრუნო დეის საქმეზე


გერმანიის ქალაქ ჰამბურგის სასამართლო დღეს გამოაცხადებს განაჩენს ნაცისტური გერმანიის უშიშროების სამსახურის, „ესესის“, ყოფილი წევრის, 93 წლის ბრუნო დეის საქმეზე, რომლის გამოძიება 8 თვის განმავლობაში გრძელდებოდა.

ბრუნო დეი, რომელიც გუშაგად მუშაობდა გდანსკში (ყოფილი დანციგი) მდებარე საკონცენტრაციო ბანაკ შტუტჰოფში, ბრალდებულია 5 230 პატიმრის, უმეტესად ებრაელების, მკვლელობის თანამონაწილეობაში.

თავის ბოლო სიტყვაში ბრუნო დეიმ მსხვერპლის ნათესავებს ბოდიში მოუხადა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ აიძულეს შეესრულებინა თავისი როლი საკონცენტრაციო ბანაკში.

„მე დღეს მინდა ბოდიში მოვიხადო იმათ წინაშე, ვისაც ამ ჯოჯოხეთის გავლა მოუწია და ასევე მათ ნათესავებს. ამის მსგავსი რამ აღარასოდეს უნდა განმერდეს“, - განაცხადა ვეტერანის სავარძელს მიჯაჭვულმა ბრუნო დეიმ

პროკურორი ბრალდებულისათვის სამწლიან პატიმრობას ითხოვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG