Accessibility links

მეექვსე დღეა ეძებენ მესტიაში დაკარგულ 13 წლის მოზარდს


ილია ფილფანი

მეექვსე დღეა ეძებენ მესტიის რაიონის სოფელ ლენჯერში დაკარგულ 13 წლის ილია ფილფანს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანახმად, დღეს მაშველთა პირადი შემადგენლობა 80 კაცამდე გაიზარდა. ადგილზეა ასევე ვერტმფრენი და დრონები, სამაშველო სამუშაოები შავი ზღვის სანაპირო ზოლზეც მიმდინარეობს.

„ოჯახის სურვილი იყო ძიება შავი ზღვის სანაპირო ზოლზეც დაგვეწყო. ოჯახი არ გამორიცხავს, რომ იქ იყოს და შესაბამისად ჩვენც გავაფართოვეთ საძიებო არეალი“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას საგანგებო სიტუაციების მართვის პრესსამსახურში. მედიის თანახმად კი მოზარდი ზღვაზე რამდენჯერმე ისვენებდა მამასთან ერთად და შესაძლოა, იქ წასულიყო.

13 წლის ილია ფილფანი 18 ივლისს დღის პირველ ნახევარში სახლიდან ველოსიპედით გავიდა და აღარ დაბრუნებულა. მისი გაუჩინარების ფაქტზე საქმე შსს-მ სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის დ ქვეპუნქტით აღძრა, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG