Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმის "რადისონის" ერთ-ერთ სტუმარს კორონავირუსი დაუდასტურდა


სასტუმრო "რადისონ ბლუ ბათუმის" ერთ-ერთ სტუმარს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას სასტუმროს ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.

"ერთ-ერთ სტუმარს ლუგარის ლაბორატორიაში განმეორებით ჩატარებული ტესტირების შედეგად დაუდგინდა Covid-19, გამოხატული სიმპტომების გარეშე. ტესტირება ორჯერ ჩაუტარდათ მის თანმხლებ და მასთან შემხებლობაში მყოფ ყველა პირს. ტესტების პასუხები უარყოფითია. ყველა მათგანი გადაყვანილია კარანტინში და იმყოფებიან დაკვირვების ქვეშ", - აცხადებენ სასტუმროში და განმარტავენ, რომ შემთხვევა გასულ კვირას მოხდა, სტუმრებსა და თანამშრომლებს კი საფრთხე არ ემუქრებათ.

მათივე ინფორმაციით, Covid-19-ის დადასტურებული შემთხვევის აღმოჩენის შემდეგ სტუმარი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. როგორც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, ინფიცირებული უცხო ქვეყნის მოქალაქე ბიზნესმენია. ამაზე მიანიშნებს მისთვის განმეორებით ჩატარებული ტესტირების შესახებ ინფორმაციაც. თუმცა სასტუმროში განმარტავენ, რომ ეს საკითხი პერსონალური ინფორმაციაა და არ გასცემენ.

საქართველო ბიზნესმენებს საქმიანი ვიზიტებით შემოსვლას სთავაზობს. მათ 14 დღის განმავლობაში ყოველ 72 საათში ტესტირება უნდა გაიარონ ან ამ დროის განმავლობაში ფასიან კარანტინში იყვნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG