Accessibility links

ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილ ზედამხედველს ორი წლით პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს


გერმანიის ქალაქ ჰამბურგის სასამართლომ დღეს განაჩენი გამოუტანა ნაცისტური გერმანიის უშიშროების სამსახურის, „ეს-ეს-ის“, ყოფილ წევრს. 93 წლის ბრუნო დ.-ს რომელიც ზედამხედველად მუშაობდა საკონცენტრაციო ბანაკ შტუტჰოფში, ორი წლით პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს. გამოძიება 8 თვის განმავლობაში გრძელდებოდა.

ბრუნო დ. 1944-1945 წლებში გუშაგად მუშაობდა გდანსკში (ყოფილი დანციგი, ახლა პოლონეთის ტერიტორია) მდებარე საკონცენტრაციო ბანაკ შტუტჰოფში, ბრალდებულია 5 230 პატიმრის, უმეტესად ებრაელების, მკვლელობის თანამონაწილეობაში.

თავის ბოლო სიტყვაში ბრუნო დ.-მ მსხვერპლის ნათესავებს ბოდიში მოუხადა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ აიძულეს შეესრულებინა თავისი როლი საკონცენტრაციო ბანაკში.

„მე დღეს მინდა ბოდიში მოვიხადო იმათ წინაშე, ვისაც ამ ჯოჯოხეთის გავლა მოუწია და ასევე მათ ნათესავებს. ამის მსგავსი რამ აღარასოდეს უნდა განმერდეს“, - განაცხადა ინვალიდის სავარძელს მიჯაჭვულმა ბრუნო დ.-მ.

პროკურორი ბრალდებულისათვის სამწლიან პატიმრობას ითხოვდა. ის სასამართლოს ახალგაზრულმა პალატამ გაასამართლა, რადგან დანაშაულის ჩადენისას 17 წლისა იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG