Accessibility links

შსს-ს განცხადებით, გამოკითხულია თამარ ბაჩალიაშვილის თანამშრომლები


შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამართულ ბრიფინგზე ილაპარაკა 23 წლის პროგრამისტის სამსახურში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ.

„გამოძიებით დგინდება, რომ სამსახური, სადაც ის მუშაობდა, ეწეოდა კომპიუტერულ და პროგრამულ უზრუნველყოფას. [თამარ ბაჩალიაშვილი] ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი იყო. ამ კუთხით ჩატარდა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები და ამოღებულია ყველა ის კომპიუტერი, სადაც გარდაცვლილი მუშაობდა, ასევე გამოკითხეს მისი თანამშრომლები, მათ შორის მენეჯმენტის წარმომადგენლები. ამ კუთხითაც ვიკვლევთ იმ შემხებლობას, რაიმე კავშირი აქვს თუ არა მის გარდაცვალებასთან“, - თქვა ჭელიძემ.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. ოჯახის წევრები ამბობდნენ, რომ ის საკუთარი მანქანით ქვემო ფონიჭალიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. მათი თქმით, დაკარგულის ავტომობილი ჯერ მარნეულში, ბოლოს კი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში დააფიქსირეს. საქმეზე გამოძიება ამ დრომდე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG