Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპროტესტო გამოსვლების ფონზე, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი მთავრობაში გადანაცვლებებს ახორციელებს


ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა ბოიკო ბორისოვმა სამი საკვანძო მნიშვნელობის მინისტრი შეცვალა იმ მიზნით, რომ დაეშოშმინებინა კვირების განმავლობაში მიმდინარე ანტი-კორუფციული საპროტესტო გამოსვლები, რომელთა მონაწილეები მის გადადგომას მოითხოვდნენ.

უნდობლობის ვოტუმიდან ორი დღის შემდეგ, 23 ივლისს, ბორისოვმა გაათავისუფლა ფინანსთა, ეკონომიკისა და შინაგან საქმეთა მინისტრები, რომელთა გადადგომას იგი გასულ კვირას ითხოვდა, რათა ბოლო მოეღო სპეკულაციებისთვის იმის შესახებ, რომ ეს სამნი ემსახურებოდნენ წინააღმდეგობრივ ბიზნესმენსა და მედია მესაკუთრეს, დელიან პეევსკის.

21 ივლისის უნდობლობის ვოტუმი მეხუთე მცდელობა იყო ბორისოვის მემარჯვენე-ცენტრისტული კოალიციური მთავრობის წინააღმდეგ, 2017 წელს ძალაუფლებაში მოსვლის შემდეგ.

ამის ინიციატორები იყვნენ ოპოზიციონერი სოციალისტები, რომლებიც მას ადანაშაულებენ ენდემური კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უუნარობაში.

თავისი კოალიციურ პარტნიორებთან შეხვედრის შემდეგ ბორისოვმა გამოაცხადა, რომ 65 წლის კირილ ანანიევი შეცვლიდა ვლადისლავ გორანოვს ფინანსთა მინისტრის პოსტზე. ანანიევს ბიუჯეტის შედგენის ექსპერტის რეპუტაცია აქვს. შინაგან საქმეთა მინისტრს, მლადენ მარინოვს, შეცვლის ეროვნული პოლიციის უფროსი, ჰრისტო ტერზიისკი, ხოლო ეკონომიკის მინისტრი ემილ კარანიკოლოვი, პოსტს თავის მოადგილეს, ლაჩეზარ ბორისოვს, დაუთმობს.

ტურიზმის მინისტრს, ნიკოლინა ანგელკოვას ვიცე-პრემიერი, მარიანა ნიკოლოვა, შეცვლის, განაცხადა ბორისოვმა. ათასობით, უმეტესად ახალგაზრდა ადამიანები, ამ თვეში, ზედიზედ თითქმის ორი კვირის განმავლობაში, დემონსტრაციებს აწყობდნენ მთავრობის წინააღმდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG