Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი ფედერალურ აგენტებს გააგზავნის ქალაქებში კრიმინოგენული ვითარების გამოსასწორებლად


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყნის ქალაქებში გააგზავნის ფედერალურ აგენტებს, რათა დაეხმარონ ადგილობრივ სამართალდამცავებს შეაჩერონ დანაშაულის რაოდენობის ზრდა. ამის ფონია ტრამპის საარჩევნო კამპანია და ტრამპის დაპირება, რომ მართლწესრიგს უზრუნველყოფს.

22 ივლისს ტრამპმა გამოაცხადა, რომ ის 200 ფედერალურ თანამშრომელს გააგზავნის ჩიკაგოში, იმაე რაოდენობისას კანზას სიტიში და 35-ს ქალაქ ალბუკერკეში. ბევრ დიდ ქალაქში, ნიუ-იორკის, ჩიკაგონს, ფილადელფიის და მილვოკის ჩათვლით, დანაშაულობათა რიცხვი, ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილი ქმედების ჩათვლით, გაიზარდა მთელ ამერიკაში გამართული საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, რომლებიც მოჰყვა შეუიარაღებელი აფრიკელ-ამერიკელის სიკვდილს მინესოტელი პოლიციელის ხელით. დემონსტრანტები მოითხოვდნენ პოლიციის მეტ ანგარიშვალდებულებას, როცა სხვები გამოდიოდნენ მოწოდებით, შეემცირებინათ ადგილობრივი სამართალდამცავების ბიუჯეტი ან გაეუქმებინათ პოლიციის სამმართველოები ამ ფორმით.

დანაშაულის რაოდენობის სწრაფ ზრდას ტრამპი დიდი ყურადღებას აქცევს და გამოდის მოწოდებით, შეიკვეცოს პოლიციის ბიუჯეტი, რათა დემოკრატებს მიუთითოს, რომ რბილად ეკიდებიან დანაშაულს.

საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში ნოემბერში გაიმართება, ტრამპი შეეცდება კიდევ ერთხელ იყოს არჩეული. მის კამპანიას „კანონისა და წესრიგისათვის“ ბევრი უჭერს მხარს. „ეს სისხლისღვრა უნდა დასრულდეს. ეს სისხლისღვრა დასრულდება“, თქვა ტრამპმა თეთრი სახლში და გამოაცხადა ეგრეთწოდებული „ოპერაცია ლეგენდის“ გაფართოების შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG