Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაძაბულობა კიდევ უფრო იზრდება მას მერე, რაც აშშ-მა ჩინეთს საკონსულოს დახურვა მოთხოვა  


ჩინეთის გენერალური საკონსულო ჰიუსტონში, აშშ-ში
ჩინეთის გენერალური საკონსულო ჰიუსტონში, აშშ-ში

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ "ყოველთვის შესაძლებელია", მან გასცეს ბრძანება შეერთებულ შტატებში უფრო მეტი ჩინური საკონსულოს დახურვის შესახებ მას შემდეგ, რაც სახელმწიფო დეპარტამენტმა პეკინის საკონსულოს ჰიუსტონში 72 საათი მისცა დახურვისთვის, ჯაშუშობაში ბრალდების გამო.

22 ივლისს სახელმწიფო დეპარტმანეტმა გასცა განკარგულება ჰიუსტონში ჩინეთის საკონსულოს დახურვის შესახებ, რათა "დაეცვა" ამერიკელების ინტელექტუალური საკუთრება და პირადი ინფორმაცია მაშინ როცა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კვლავაც უარესდება.

მსოფლიოს ორ უმსხვილეს ეკონომიკას შორის ურთიერთობები დაიძაბა კორონავირუსის პანდემიის მიმართ ჩინეთის მოპყრობის, ჰონგ-კონგში უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის და პეკინის სადავო პრეტენზიების გამო სამხრეთ ჩინეთის ზღვის მონაკვეთებზე.

ვაშინგტონი აძლიერებს ზეწოლას ჩინეთზე ადამიანთა უფლებების უხეში დარღვევისთვის სინიანის რეგიონში, რომლის შესახებაც იუწყებოდნენ დასადაც ჩინეთმა მილიონზე მეტი უიღური მუსლიმი და სხვა ჯგუფები ბანაკებსა და ციხეებში გამოკეტა.

"მიგვაჩნია, რომ დღესდღეობით, ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობა უთანხმოებების მზარდი რაოდენობითაა დამძიმებული", განუცხადა კანონმდებლებს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, სტივენ ბიგანმა 22 ივლისს და დასძინა, - "ჩვენ მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე ვდგავართ ჩინეთის შემთხვევაში".

პეკინმა საკონსულოს დახურვას დაძაბულობის "უპრეცედენტო ესკალაცია" უწოდა და განაცხადა, რომ საპასუხო ზომებს მიიღებს, თუკი ვაშინგტონი არ შეცვლის თავის გადაწყვეტილებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG