Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკა უცხოელ ჟურნალისტებზე: „გააძევეთ აქედან, თუ ჩვენს კანონებს არ იცავენ“


ბელორუსის პრეზიდენტმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ გააკრიტიკა მასმედიის უცხოელი წარმომადგენლები და თქვა, რომ ჟურნალისტები, რომლებიც ჩვენს კანონებს არ იცავენ და ხალხს მაიდნებისკენ უძახიან საპრეზიდენტო არჩევნების მოლოდინში, ქვეყნიდან უნდა იქნენ გაძევებული.

მთავრობის შეხვედრაზე 23 ივლისს, ლუკაშენკამ შეუტია რუსეთის და დასავლეთის მედიასაშუალებებს მათ მიერ ბელორუსის მოვლენების გაშუქებისთვის და თქვა, რომ „ისინი არ იცავენ ჩვენი ქვეყნის კანონებს“.

„ბი-ბი-სი“, „რადიო თავისუფლება“, და ასე შემდეგ, მე არ ვლაპარაკობ მხოლოდ მათ მიკერძოებულობაზე, მოუწოდებენ ხალხს მასობრივი უწესრიგობისკენ! როგორ იტანთ ამას? თქვენ მიეცით მათ აკრედიტაცია", მიმართა ლუკაშენკამ საგარეო საქმეთა მინისტრ ულაძიმირ მაკეის. „ნუ დაელოდებით საარჩევნო კამპანიის დასრულებას. გააძევეთ ქედან, თუ არ იცავენ ჩვენს კანონებს და ხალხს მაიდნებისკენ უძახიან“, თქვა ლუკაშენკამ, რითაც მან მიანიშნა უკრაინის მოვლენებზე, როცა 2014 წლის თებერვლის პროევროპული საპროტესტო გამოსვლების დროს, "ევრომაიდნის" მონაწილეებმა ჩამოაგდეს რუსეთის მომხრე პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი.

ბელორუსში 14-15 ივლისის აქციების დროს დააკავეს 17 ჟურნალისტი, მათ შორის „რადიო თავისუფლების“ ხუთი კორესპონდენტი. ჟურნალისტი ანტონ ტროფიმოვიჩი პოლიციამ სცემა.

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა დეიზი სინდელარმა ლუკაშენკას ბრალდებას, რომ აშშ-ის ახალი ამბების გამოცემა ხალხს არეულობისკენ მოუწოდებს, „აღმაშფოთებელი“ უწოდა და „შესაძლებელი საბაბი“, რომ კომპანიის საქმიანობა შეაჩეროს.

დეიზი სინდელარის თანახმად, „ჩვენს კოლეგებზე პოლიციის თავდასხმა მაშინ, როცა ისინი პირდაპირ ეთერში იყვნენ, არ ტოვებს ეჭვს იმაზე, რომ ხელისუფლება ცდილობს წინ აღუდგეს ჩვენს მიერ მოვლენების გაშუქებას და მიაღწიოს იმას, რომ აუდიტორიას წაერთვას წვდომა სანდო ახალ ამბებზე“, განაცხადა სინდელარმა.

9 აგვისტოს არჩევნების წინ, ბელორუსის პრეზიდენტი, რომელიც 26 წელია მართავს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას, აწყდება დიდი სამოქალაქო ოპოზიციას. მთავრობამ ასეულობით პირი, აქტივისტი და ბლოგერი დააპატიმრა ოპოზიციური კანდიდატების მომხრეთა დემონსტრაციებს ჩახშობისას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG