Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-სთან ახალგაზრდების გარდაცვალების გამოუძიებელ საქმეებს აპროტესტებენ


მალხაზ მაჩალიკაშვილი
მალხაზ მაჩალიკაშვილი

თბილისში, გულუას ქუჩა მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილი რამდენიმე ადამიანი ახალგაზრდების გარდაცვალების გამოუძიებელი საქმეების გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ.

აქციაზე მივიდა მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომლის შვილიც პანკისში სპეცოპერაციის შედეგად გარდაიცვალა. ის გამოუძიებელ საქმეებში ხელისუფლების პასუხისმგებლობას ხედავს. „ყოველ ახალგაზრდას, რომელიც იღუპება, კლავს სახელმწიფო. ყოველ ჯერზე კლავენ თემირლანს", - ამბობს მაჩალიკაშვილი. მისი თქმით, ამ ხელისუფლებას ამ საქმეების გამოძიება არ შეუძლია.

„აქციაზე იმდენჯერ ვარ ნამყოფი, ჩემი თავი პოლიციელების ფორმაში მესიზმრება. რა თქმა უნდა, ყველა აქციაზე გამოვალ, ყველაზე კარგად ვიცი, რაც ხდება... მე პირველად, რასაც ვითხოვდი, მოდით, დამიდექით გვერდით, პირველი არის თემირლანი... ესენი [ხელისუფლება] არიან კრიმინალები, ესენი არიან ბატკნის ტყავში გახვეული მგლები..." - დასძენს მაჩალიკაშვილი.

თამარ ბაჩალიაშვილისა და გიორგი შაქარაშვილის საქმეებზე არაეფექტიანი მუშაობის გასაპროტესტებლად თბილისში, ორთაჭალაში მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან მოქალაქეები გუშინ რამდენიმე საათის განმავლობაში იყვნენ შეკრებილები.

დაახლოებით ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოში ორი ახალგაზრდის გარდაცვალების შესახებ გახდა ცნობილი. 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი ძებნის შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. გუშინ, 22 ივლისს, კი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილის ცხედარი 5-დღიანი ძებნის შემდეგ ნახეს თეთრიწყაროში, ტყესთან მდგარ ავტომანქანაში. მისი ოჯახი მოითხოვდა აქტიურ სამძებრო სამუშაოებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG