Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპმა და პუტინმა იარაღის ხელშეკრულების შესახებ და კორონავირუსთან ბრძოლის გარშემო იმსჯელეს სატელეფონო საუბრის დროს


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს იარაღის შესახებ შეთანხმებების, ასევე კორონავირუსის გარშემო მათი პირველი სატელეფონო მოლაპარაკების დროს მას შემდეგ, რაც ბრალდებები გაისმა რუსეთის მიმართ, რომ ავღანეთში ამერიკელი სამხედროების მოკვლისთვის ფულად ჯილდოს იხდიდა.

არც თეთრი სახლი და არც კრემლი არ იტყობინებიან, შეეხნენ თუ არა 23 ივლისის მოლაპარაკების დროს პრეზიდენტები ავღანეთში მოკვლისთვის ფულადი ჯილდოს გადახდის თემას, რაც დადასტურებული არ არის.

ტრამპმა და პუტინმა იმსჯელეს ბირთვული იარაღის შესახებ, New START-ის სახელით ცნობილ შეთანხმების, რომელსაც ვადა გასდის, და ასევე კორონავირუსთან ბრძოლის გარშემო, იტყობინებიან მხარეები.

კრემლის თანახმად, მათ იმსჯელეს ირანის ბირთვული იარაღის შესახებაც. New START-ის ხელშეკრულება, რომელსაც ვადა გაისად, თებერვალში გაუვა, აშშ-ის და რუსეთის ბირთვული არსენალების შემცირებას გულისხმობს თითოეულისთვის 1500 ქობინამდე.

ტრამპს სურს, რომ ამ ხელშეკრულებაში ჩინეთიც მონაწილეობდეს. პეკინი უარზეა და მზარდია შეშფოთება, რომ ბოლო ხელშეკრულება ბირთვულ იარაღზე მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის არსებობას შეწყვეტს.

აშშ-ის და რუსეთის ელჩებმა გასულ თვეში მინსკში იმსჯელეს ამ პაქტის შემცვლელის მოძებნის გარშემო და დაგეგმეს მომავალი დისკუსია.

თეთრი სახლის განცხადებით, „ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ თავიდან იქნება აცილებული ძვირად ღირებული სამმხრივი გამალებული შეიარაღება ჩინეთს, რუსეთსა და აშშ-ს შორის“ და დასძინა, რომ „მოუთმენლად ელის იარაღის კონტროლის გარშემო ვენაში მომავალ მოლაპარაკებას.

კრემლის განცხადებში არაფერია ნათქვამი ირანის ბირთვული პროგრამის დეტალებზე მოლაპარაკების შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG