Accessibility links

ვლადიმირ პუტინმა რამზან კადიროვს გენერალ მაიორის წოდება მიანიჭა


ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა, რამზან კადიროვმა სოციალური ქსელით, "ВКонтакте", გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, მიანიჭა გენერალ-მაორის წოდება. კადიროვის სიტყვებით, ქვეყნის მეთაურმა მას პირადად წაუკითხა ბრძანებულების ტექსტი ტელეფონით და მიულოცა. კადიროვმა პუტინის ბრძანების ფოტო ინტერნეტით გაავრცელა.

„ვლადიმირ პუტინის მადლობელი ვარ ახალი წოდების მონიჭების და ყველაფრისთვის, რასაც ის აკეთებს ჩვენი დიადი სახელმწიფოსთვის. ყოველთვის ვამბობდი და ვიმეორებ, რომ ჩვენი პრეზიდენტის ერთგული ჯარისკაცი ვარ და მზად ვარ შევასრულო მისი ყველაზე რთული ბრძანება ნებისმიერ კონტინენტზე“ დაწერა კადიროვმა, რომელიც 2007 წლის მერე მართავს ჩეჩნეთს. მას 2009 წელს მიანიჭეს პოლიციის გენერალ მაიორის წოდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG