Accessibility links

ტრამპმა კორონავირუსის გამო გადადო ფლორიდაში რესპუბლიკელების ყრილობა


კორონავირუსის ეპიდაფეთქების გამო, ფლორიდის შტატში აღარ გაიმართება რესპუბლიკური პარტიის ყრილობა, რომლის დელეგატებს დონალდ ტრამპი ოფიციალურად უნდა დაესახელებინათ პრეზიდენტობის კანდიდატად.

აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აგვისტოს ბოლოს დანიშნული ყრილობა გააუქმა, რადგან დიდი და ხალხმრავალი შეკრებების დრო არ არის. ტრამპის ინფორმაციით, რესპუბლიკელი დელეგატები, რომლებმაც ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატად უნდა წარადგინონ, მცირე ხნით შეიკრიბებიან ჩრდილოეთ კაროლინაში.

თავდაპირველად რესპუბლიკელების ყრილობა სწორედ ჩრდილოეთ კაროლინის შტატში იგეგმებოდა, თუმცა ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო ფლორიდაში გადაიტანეს. ბოლო ხანს ეპიდსიტუაცია ამ შტატშიც გამწვავდა.

აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი საშუალოდ 60 ათასია. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 4 მილიონს აჭარბებს. მათგან გამოჯანმრთელებულია 1 200 000-ზე მეტი. COVID-19-ით გარდაცვლილია 144 200-ზე მეტი ადამიანი.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელიც ბოლო დრომდე ეწინააღმდეგებოდა მკაცრ შეზღუდვებს, მათ შორის დამცავ ნიღბებს, ცოტა ხნის წინ ამერიკელებს მოუწოდა, რომ თუ სოციალურ დისტანციას ვერ იცავენ, ნიღაბი ატარონ. ტრამპმა თავადაც დაიწყო ნიღბის გამოყენება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG