Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში შიდა ფრენები აღდგა


ბათუმის აეროპორტი
ბათუმის აეროპორტი

დღეიდან, 24 ივლისიდან საქართველოში განახლდა კორონავირუსის პანდემიის გამო მარტიდან შეჩერებული შიდა ავიამიმოსვლა.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, დღეიდან შესრულდება ავიარეისები:

ნატახტარი-მესტია-ნატახტარი;

ნატახტარი-ამბროლაური-ნატახტარი;

თბილისი-ბათუმი-თბილისი.

აეროპორტების გაერთიანებამ თბილისი-ბათუმი-თბილისის უახლოესი რეისების განრიგი გამოაქვეყნა.

საერთაშორისო რეგულარული ავიამიმოსვლა შეჩერებულია აგვისტოს ჩათვლით. ამასთან, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, შეზღუდვა არ ვრცელდება პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და მიუნხენის, პარიზის და რიგის აეროპორტებს შორის.

უკვე ცნობილია, რომ მიუნხენი-თბილისი-მიუნხენის მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 2 აგვისტოდან განახლდება და რეისებს შეასრულებს გერმანული ავიაკომპანია Lufthansa.

პარიზი-თბილისი-პარიზის საჰაერო ხაზზე რეგულარული მიმოსვლა 8 აგვისტოდან აღდგება და რეისებს შეასრულებს ფრანგული ავიაკომპანია Air France.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG