Accessibility links

საქართველოში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევაა


გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1104-მდე გაიზარდა.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე 24 ივლისს, დილით განახლებული მონაცემებით, კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 1 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 912.

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 16 ადამიანი.

24 ივლისის დილის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 5936 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 268 ადამიანი.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. მათგან 38 ავღანეთში ნატოს სამშვიდობო მისიაში მონაწილე სამხედროა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG