Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსით ინფიცირების 19 ახალი შემთხვევიდან 8 ლილოს ბაზრობაზე დაფიქსირდა


საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში დადასტურებული 19 ახალი შემთხვევიდან 8 ლილოს ბაზრობაზე დაფიქსირდა, 5 გაჩიანის დასახლების მკვიდრია, 2 შემოტანილი შემთხვევაა, 1 სამედიცინო პერსონალია, სამის ინფიცირების წყარო კი ჯერჯერობით დაუდგენელია და მიმდინარეობს ეპიდკვლევა - ასეთი სტატისტიკა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ წარუდგინა. მისი განმარტებით, პირები, რომლებიც ლილოს ბაზრობაზე მუშაობდნენ, სავარაუდოდ კონტაქტში იმყოფებოდნენ მყიდველებთან:

„პირები, რომლებიც მუშაობდნენ ლილოს ბაზრობაზე, ალბათ გარკვეულ ნაწილს ჰქონდა მოსახლეობასთან კონტაქტი. ჩვენ ვამბობთ, რომ ლილოს ბაზრობაზე არის შემთხვევები. ეს უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობამ. კიდევ ვამბობთ, რომ კოვიდი არ წასულა, რჩება ქვეყანაში, არა აქვს მნიშვნელობა 19 იქნება ახალი დადასტურებული თუ ერთი. მნიშვნელოვანია, რომ რეგულაციებს აუცილებლად უნდა შესრულება“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ლილოს ბაზრობაზე დღეიდან, 24 ივლისიდან ფართომასშტაბიანი სკრინინგი დაიწყო, რაც უკავშირდება იმას, რომ ბაზრობაზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლთა ნაწილია დასაქმებული.

მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, 24 ივლისის დილიდან კარანტინით გათვალისწინებული შეზღუდვები ამოქმედდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაჯალარში. გადაწყვეტილება უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1104-მდე გაიზარდა. კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 1 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 912. საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 16 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG