Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევაა


რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დაადასტურა. ე.წ. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ინფიცირებულები არიან სოხუმის სამედიცინო დაწესებულებების პაციენტები და თანამშრომლები, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ 22 ივლისს დადასტურებულ ინფიცირებულებთან.

აფხაზეთში აღრიცხული აქვთ კორონავირუსის სულ 45 შემთხვევა. მათგან ერთი გარდაცვალების. ე.წ. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, უკვე გამოჯანმრთელებულია 37 პაციენტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG