Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავმა ირანის სამგზავრო თვითმფრინავი გადაიტაცა სირიის საჰაერო სივრცეში


აშშ-ის არმიამ 23 ივლისს განაცხადა, რომ სირიის საჰაერო სივრცეში გადაიტაცა ირანის სამოქალაქო თვითმფრინავი. მანამდე ირანის მედია იტყობინებოდა, რომ სამგზავრო თვითმფრინავის მგზავრები დაშავდნენ, როცა მფრინავი შეეცადა მანევრისთვის მიემართა, რათა თავიდან აეცილებინა შეტაკება.

აშშ-ის ცენტრალურმა სამეთაურო პუნქტმა, რომელიც ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ოპერაციებს ზედამხედველობს, განაცხადა, რომ F-15-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავმა „ჩაატარა Mahan Air-ის სამგზავრო თვითმფრინავის სტანდარტული ვიზუალური შემოწმება უსაფრთხო მანძილიდან, დაახლოებით 1000 მეტრიდან“, როცა რუტინულ გაფრენას ახორციელებდა Al Tanf-ის ბაზის მახლობლად. აშშ-ს მცირე სამხედრო ბაზა აქვს სირიის უდაბნოში, იორდანიისა და ერაყის საზღვრის მახლობლად. „ვიზუალური შემოწმების მიზანი იყო, დავრწმუნებულიყავი Al Tanf-ის გარნიზონის პერსონალის უსაფრთხოებაში“, განაცხადა აშშ-ის ცენტრალური სამეთაურო პუნქტის წარმომადგენელმა, ბილ ურბანმა, რომლის თქმით, „როცა F-15-ის მფრინავი დარწმუნდა, რომ ობიექტი Mahan Air-ის სამგზავრო თვითმფრინავი იყო, დაშორდა მას".

ეს განცხადება გავრცელდა მას მერე, რაც ირანის სააგენტო IRIB-ი იტყობინებოდა, რომ თეირანი-ბეირუთის რეისის თვითმფრინავი გადაიტაცეს ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა. სატელევიზიო არხმა გაავრცელა მოყვარულის მიერ გადაღებული, დაუდასტურებელი ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, როგორ ყვირიან მგზავრები, როცა თვითმფრინავი კარგავს სიმაღლეს. ამ ცნობით, ზოგიერთი მგზავრი დაშავდა.

ბეირუთის აეროპორტის ხელმძღვანელმა, ფადი ალ-ჰასანმა ლიბანის ადგილობრივ მაუწყებელს, New Television-ს უთხრა, რომ ირანის თვითმფრინავი საღამოს ჩაფრინდა ბეირუთში. „ყველა მგზავრი კარგად არის, მხოლოდ ზოგიერთმა მიიღო მცირე ჭრილობა. უმეტესობა შოკში და შეშინებული იყო“, - უთხრა ჰასანმა ტელეარხს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG