Accessibility links

გახარია ბაჩალიაშვილისა და შაქარაშვილის საქმეებზე: დარწმუნებული ვარ, სრულფასოვნად იქნება გამოძიებული


საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ამბობს, რომ ბოლო ორ თვეში გარდაცვლილი ორი ახალგაზრდის პოვნის საქმეები სრულყოფილად იქნება გამოძიებული. მან გამორიცხა, რომ ამ საქმეების გამო შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური გადადგება.

"შინაგან საქმეთა მინისტრის ამოცანაა გამოძების ბოლომდე მიყვანა. ამასთან დაკავშირებით არავითარი კითხვის ნიშნები არ არსებობს. დარწმუნებული ვარ, რომ ერთი საქმეც და მეორეც სრულფასოვნად იქნება გამოძიებული და ბოლომდე იქნება მიყვანილი. ვიღაც პოლიტიკური მოღვაწეების გამო როგორ წამოგიდგენიათ [ვახტანგ გომელაურის გადადგომა], არასერიოზულია", - თქვა გახარიამ.

19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ 22 ივლისს მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს, მისი მკვლელობის ბრალდებით არავინ არის დაკავებული, თუმცა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით, ოჯახი აცხადებს, რომ ის მოკლეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გაძლიერებული ძალებით ძებნას ოჯახი შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე დღე სთხოვდა. ის 5 დღის შემდეგ ერთ-ერთი საავტომობილო გზიდან რამდენიმე მეტრში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG