Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთი ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში აშშ-ის საკონსულოს ხურავს


ჰიუსტონში ჩინეთის საკონსულო, რომლის დახურვაც მოითხოვა აშშ-მა 21 ივლისს
ჰიუსტონში ჩინეთის საკონსულო, რომლის დახურვაც მოითხოვა აშშ-მა 21 ივლისს

ჩინეთმა განაცხადა, რომ მან მოსთხოვა აშშ-ს, დახუროს მისი საკონსულო სამხრეთ-დასავლეთის ქალაქ ჩანგდუში აშშ-ის მიერ ამ კვირაში, ჰიუსტონში, ტეხასში, ჩინეთის საკონსულოს დახურვის საპასუხოდ.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, 24 ივლისს აშშ-ს ჩამოერთვა უფლებამოსილება, საკონსულო ჰქონდეს ქალაქში.

ჩინეთის განცხადებით, „ეს იყო კანონიერი და საჭირო პასუხი აშშ-ის უპასუხისმგებლო ზომაზე“.

აშშ-სა და ჩინეთს შორის უკვე არსებული დაძაბულობა კიდევ უფრო გამწვავდა მას მერე, რაც აშშ-მა 21 ივლისს 72 საათის განმავლობაში საკონსულოს დახურვა მოსთხოვა ჩინეთს ჰიუსტონში, ტეხასის შტატში.

23 ივლისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, აშშ-ის მოკავშირეებს მოუწოდა, ერთად დადგნენ მთელ მსოფლიოში ჰეგემონიისკენ ჩინეთის კომუნისტური პარტიის სწრაფვის წინააღმდეგ. პომპეომ თქვა ასევე, რომ ათწლეულების განმავლობაში ჩინეთთან ურთიერთობამ არ მოიტანა თანამშრომლობის და ჩინეთის უფრო მეტად დემოკრატიულ ქვეყნად გარდაქმნის მოსალოდნელი შედეგები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG