Accessibility links

ამერიკული სამხედრო გამანადგურებელი სირიის თავზე ირანულ ლაინერს მიუახლოვდა


პენტაგონმა დაადასტურა ცნობა, რომლის თანახმად, ამერიკული გამანადგურებელი F-15 სადაზვერვო მიზნით მიუახლოვდა ირანის კომპანია Mahan Air-ის კუთვნილ სამგზავრო თვითმფრინავს, სირიის თავზე.

პენტაგონის წარმომადგენლის თანახმად, F-15-ის მანევრი მიზნად ისახავდა „თვითმფრინავის ჩვეულებრივ ვიზუალურ დათვალიერებას“.

აშშ-ის ახლო აღმოსავლეთის სარდლობა ამტკიცებს, რომ ამერიკული გამანადგურებელი სამგზავრო თვითმფრინავს უსაფრთხო მანძილზე, დაახლოებით 1000-მეტრის დაშორებით, მიუახლოვდა, ხოლო ეკიპაჟი მოქმედებდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

მანამდე ირანულმა მედიამ გაავრცელა ცნობა, თითქოს ირანული სამგზავრო თვითმფრინავის მფრინავებს, ავარიის თავიდან ასაცილებლად, მოუხდათ სახიფათო მანევრის შესრულება, რის გამოც მსუბუქად დაზიანდა რამდენიმე მგზავრი.

აშშ და ისრაელი დიდი ხანია ადანაშაულებენ კომპანია Mahan Air-ს სირიასა და სხვა ქვეყანაში მებრძოლი ჯიჰადისტებისათვის განკუთვნილი საბრძოლო იარაღისა და აღჭურვილობის ტრანსპორტირებაში.

2011 წელს აშშ-მა ირანულ ავიაკომპანიას სანქციები დაუწესა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG