Accessibility links

მიუხედავად უარყოფითი პასუხისა კოვიდის ტესტზე, ბულგარეთის პრემიერი კარანტინშია საპარლამენტო დებატების პერიოდში


ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი კარანტინშია 23 ივლისიდან მას მერე, რაც ტესტმა აჩვენა, რომ მისი კანცელარიის უფროსი, დენიცა იელევა, კორონავირუსითაა ინფიცირებული.

რადიო თავისუფლებას ბორისოვის პრესსამსახურმა 24 ივლისს ამცნო, რომ იელევას მეორე ტესტი, ასევე ბორისოვის ორი ტესტი და მასთან დაახლოებული თანამშრომლების ტესტები უარყოფითი აღმოჩნდა.

ბორისოვის პრესსამსახურის თანახმად, პრემიერი დარჩება კარანტინში, სულ მცირე, 25 ივლისამდე, სანამ მისი მესამე ტესტის პასუხი არ გახდება ცნობილი.

კარანტინში ყოფნის გამო ბორისოვი არ ესწრებოდა პარლამენტის სხდომას, რომელზეც კენჭი უნდა ეყარათ მთავრობაში მისი ინიციატივით მომხდარი გადაადგილებებისთვის.

იელევა ახლო ურთიერთობაში იყო ბორისოვთან ევროპის კავშირის საბჭოს შეკრებისას, როცა ორივე ესწრებოდა ევროკავშირის ეკონომიკური აღდგენის ფონდის გარშემო სამიტს 17-დან 21 ივლისამდე. ბულგარეთის მთავრობის შენობა ერთი დღით დახურული იყო და დეზინფექცია ჩაუტარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG