Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე გაათავისუფლეს


საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე გათავისუფლებულია. ისინი ამ წუთებში გზაში არიან და ჯერჯერობით არ იმყოფებიან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. „ცხელი ხაზის საშუალებით მოხდა ამ ინფორმაციის დადასტურება“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას სუს-ის პრესსამსახურში.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. მესაზღვრეებმა საოკუპაციო ხაზის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით წალენჯიხის სოფელ ლიის მცხოვრებელები (ბუთხუზ კვირკვია, მიხეილ და მათე ლამანძიები) 6 ივნისს დააკავეს. ისინი ჯართს აგროვებდნენ საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს.

წალენჯიხის სოფელ ლიაში მერის წარმომადგენელმა ვახტანგ კვირკველიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ დღეს სოხუმში უნდა გამართულიყო ე.წ. სასამართლო, სადაც გარკვეული სახის ჯარიმის დაკისრების შემდეგ მათი გათავისუფლება იგეგმებოდა. „მე როგორც ვიცი, გაათავისუფლეს, თუმცა დამატებითი ინფორმაცია არ მაქვს“, - თქვა ვახტანგ კვირკველიამ. მისივე ინფორმაციით, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანის შემდეგ გათავისუფლებულებს საკარანტინო სივრცეში მოათავსებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG