Accessibility links

რადიო თავისუფლების მიერ მოპოვებული მასალით დადგინდა აღმოსავლეთ უკრაინაში მოქმედი "სამხედრო ტრიბუნალების" წევრების ვინაობა  


იგორ გირკინი (სტრელკოვი) სლოვიანსკში, 2014 წლის აპრილი

რადიო თავისუფლებამ დაადგინა ვინაობა და ახალი დეტალები შვიდი ადამიანის შესახებ იმ ცხრიდან, რომლებიც ე.წ. სამხედრო ტრიბუნალებში მსახურობდნენ და სიკვდილით დასაჯეს რამდენიმე ადამიანი, რომლებიც მათ ვითომ "გაასამართლეს" აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ სლოვიანსკში.

დოკუმენტები, რომლებიც რადიო თავისუფლებამ მოიპოვა, გამოქვეყნდა 23 ივნისს სათაურით "სლოვიანსკის ჯალათები". მასალებიდან ჩანს, როგორ გადაწყვიტა რამდენიმე ადამიანის ბედი ამ "ტრიბუნალმა".

"ტრიბუნალი" დააარსა იგორ გირკინმა - რუსული სადაზვერვო სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა, რომელიც უფრო იგორ სტრელკოვის ფსევდონიმითაა ცნობილი - დრაკონის კანონის საფუძველზე, რომელიც დიქტატორის, იოსებ სტალინის ჩანაფიქრი იყო და მალევე შემოიღეს მას მერე, რაც გერმანია შეიჭრა საბჭოთა კავშირში მეორე მსოფლიო ომის დროს.
გამოძიება ემყარება დოკუმენტებს, რომლებიც მოპოვებული იქნა გირკინის ყოფილ ოფისში, ქალაქის უსაფრთხოების სამსახურის შტაბბინაში, გამოძიების ღია წყაროებში, და ინტერვიუებს სავარაუდო წამების მსხვერპლებთან, მოწმეებსა და მსხვერპლის ოჯახების წევრებთან.

იმ ცხრა ადამიანის ვინაობის დადგენასთან ერთად, რომლებიც ტრიბუნალებში გირკინთან ერთად მუშაობდნენ, რადიო თავისუფლებამ აღმოაჩინა, რომ ერთ-ერთი მათგანი დაკავშირებულია ვლადისლავ სურკოვთან, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, იმ დროისთვის ერთ-ერთ უახლოეს თანაშემწესა და კრემლის უკრაინული პოლიტიკის არქიტექტორთან, მოსკოვში დაფუძნებული მებრძოლთა ორგანიზაციის მეშვეობით, რომელსაც რუსეთი უჭერს მხარს.

გირკინი რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტული ძალების მნიშვნელოვანი მეთაური იყო უკრაინის სამთავრობო ჯარების წინააღმდეგ ომის ადრეულ ეტაპზე, რომელმაც, 2014 წლის აპრილიდან მოყოლებული, 13200-ზე მეტი სამოქალაქო პირი და მებრძოლი შეიწირა.

უკრაინის ხელისუფლება გირკინს რუსეთის აგენტს უწოდებს და ომის დანაშაულებში სდებს ბრალს. მან 2014 წლის აპრილში დატოვა მეთაურის პოსტი, როცა, როგორც იუწყებოდნენ, ბრძოლაში დაიჭრა.
გირკინი, ამასთან, ერთ-ერთი მსჯავრდებულია იმ ოთხთაგან, რომელთაც ნიდერლანდის პროკურატურა მკვლელობაში სდებს ბრალს, სავარაუდოდ, მათი მონაწილეობისთვის 2014 წლის 17 ივლისს აღმოსავლეთ უკრაინაში მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდებაში. ამ ინციდენტის დროს თვითმფრინავში მყოფი 298 ადამიანი დაიღუპა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG