Accessibility links

თელავის სოფელში 10 თვის ბავშვი COVID – 19-ისგან განიკურნა


დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის თქმით, „განმეორებითი PCR-ტესტირების თანახმად 10 თვის ყარაჯალელ ბავშვს კორონავირუსი აღარ აქვს”. როგორს ის ამბობს, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. ბავშვი დედასთან ერთად კარანტინში გადაიყვანეს.

თელავის მუნიციპალიტეტის, ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელ ყარაჯალში 10 თვის ბავშვის COVID – 19-ით ინფიცირების შესახებ ინფორმაცია მედიას 16 ივლისს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა მიაწოდა. მაშინვე ითქვა, რომ ბავშვის ინფიცირების წყარო უცნობი იყო.

მომდევო დღეებში ბავშვის მშობლებსა და მათთან კონტაქტში მყოფ 10-ზე მეტ პირს COVID – 19 ტესტირება ჩაუტარდა. არცერთ მათგანს ვირუსი არ აღმოაჩნდა.

16 ივლისს ბავშვის მამა ჟურნალისტებთან ირწმუნებოდა, რომ ბავშვს კორონავირუსი არ ჰქონდა და ექიმებმა არასწორი დიაგნოზი დასვეს.

ჩვილის ბებია და პაპა კი ამბობდნენ, რომ იმ პერიოდში ტემპერატურა, დიარეა და ცხელება ბავშვის მოწამვლამ გამოიწვია. მათ დააანოსეს, რომ ექიმების წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლას აპირებდნენ, თუმცა მათ ეს ჯერ არ გაუკეთებიათ.

სამთავრობო ვებგვერდის, StopCov.ge-ს ცნობით, საქართველოში კორონავირუსის 1 104 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია - 912, გარდაიცვალა 16 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG