Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებებს, რომელთა მიზანია წამლებზე ფასების შემცირება


დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა 4 განკარგულებას, რომელთა მიზანი მედიკამენტებზე ფასების შემცირებაა.

პირველი განკარგულება შეეხება სხვა ქვეყნებიდან უფრო იაფი მედიკამენტების იმპორტირების ნებართვას, მეორე გულისხმობს, რომ პაციენტმა ისარგებლოს იმავე ფასდაკლებებით, რასაც ფარმაცევტული კომპანიები შუამავლებს სთავაზობენ. მესამე განკარგულება მიმართულია ინსულინის ფასის შემცირებაზე, მეოთხე კი სახელმწიფო სადაზღვევო კომპანია Medicare-ს ავალდებულებს მედიკამენტების შეძენას იმავე ფასებით, რასაც სხვა სახელმწიფოები იხდიან.

მედიის თანახმად, ტრამპმა განაცხადა, რომ წამლებზე ფასების შემცირების საკითხთან დაკავშირებით ფარმაცევტულმა კომპანიებმა მასთან შეხვედრის ორგანიზება მოითხოვეს.

ამერიკის შეერთებული შტატების ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციამ (PhRMA) გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება კრიტიკულადაა შეფასებული.

ანალიტიკოსები სკეპტიკურად აფასებენ იმის შანსებს, რომ ეს განკარგულებები მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ფარმაცევტული პროდუქციის მწარმოებელთა მოქმედებებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG