Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხაბაროვსკში ათიათასობით ადამიანი მონაწილეობდა საპროტესტო გამოსვლებში


ხაბაროვსკში გაიმართა ხაბაროვსკის ოლქის ყოფილი გუბერნატორს, სერგეი ფურგალის მხარდამჭერთა ახალი არასანქცირებული საპროტესტო აქცია. დამკვირვებელთა შეფასებით, მასში მონაწილეობდა ათიათასობით ადამიანი და, შესაძლოა, ის ქალაქის ისტორიაში ყველაზე მასობრივი გამოსვლები იყოს.

ქალაქის მცხოვრებლებმა მარშით გაიარეს ცენტრალურ ქუჩებზე და გავიდნენ ლენინის მოედანზე, სადაც მიტინგი გამართეს. ვინაიდან ღონისძიება არ იყო ხელისუფლებასთან შეთანხმებული, საპროტესტო აქციის მონაწილეები ცენტრალურ მოედანზე გავიდნენ „მტრედებისთვის საკენკის დასაყრელად“. პოლიცია ვითარებაში არ ჩარეულა.

როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინება, მომიტინგეები ფედერალურ ხელისუფლებას უფრო მეტად მიმართავენ, ვიდრე ადრე. ლოზუნგებს შორის იყო - „პუტინი გადადგეს“, „20 წელი ნდობის გარეშე“, „რუსეთო, გაიღვიძე“, „აქ ჩვენ ვართ ხელისუფლება“. გაისმოდა ფსბ-ს მიერ დაპატიმრებული ჟურნალისტის, ივან საფრონოვის მხარდამჭერი ლოზუნგები. შეკრებილებმა ასევე მხარდაჭერა გამოუხატეს რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის ყოფილ საპრეზიდენტო კანდიდატს, პაველ გრუდინინს, რომელსაც ართმევენ მისი კუთვნილი ლენინის სახელობის საბჭოთა მეურნეობის კონტროლს.

ხაბაროვსკის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის წევრი, 50 წლის სერგეი ფურგალი, სამართალდამცველებმა 9 ივლისს დააკავეს.

ფურგალი ეჭვმიტანილია მკვლელობის მცდელობასა და 2004-2005 წლებში ორი მკვლელობის შეკვეთაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG