Accessibility links

პეკინმა აშშ გააკრიტიკა ჰიუსტონში ჩინეთის საკონსულოს ტერიტორიაზე შესვლის გამო


ჩინეთის საკონსულოს შენობა ჰიუსტონში.

აშშ-ის ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში დაიხურა ჩინეთის საკონსულო მას შემდეგ, რაც პეკინი დაემორჩილა ვაშინგტონის მოთხოვნას.

ჩინელი დიპლომატების წასვლის შემდეგ საკონსულოს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ აშშ-ის ოფიციალური პირები, რომლებიც კარის გახსნას ცდილობდნენ.

25 ივლისს პეკინმა განაცხადა, რომ აშშ-ს არ ჰქონდა უფლება შესულიყო საკონსულოს ტერიტორიაზე, რომელიც ჩინეთს ეკუთვნის.

ჰიუსტონის საკონსულოს დახურვის შემდეგ პეკინმა საპასუხო ნაბიჯი გადადგა და ვაშინგტონისგან მოითხოვა აშშ-ის საკონსულოს დახურვა ჩინეთის ქალაქ ჩენდუში.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა „არ არის ის, რასაც ჩინეთი ისურვებდა და ყოველივე ამისთვის პასუხისმგებელი აშშ-ია“, ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის მთავრობამ ჩინეთს მოსთხოვა, დაეხურა ჰიუსტონის საკონსულო. ვაშინგტონის თქმით, საკონსულო არის ჩინეთის მიერ აშშ-ის ინტელექტუალური ქონების ქურდობის ცენტრი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG