Accessibility links

მე-12 ბატალიონი ავღანეთიდან სამშობლოში სრულად დაბრუნდა


საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის ბოლო ნაკადი ავღანეთიდან საქართველოში დაბრუნდა. ამით ქვედანაყოფის როტაცია სრულად დასრულდა.

თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ბატალიონის სრული შემადგენლობის სამშობლოში დაბრუნება ეტაპობრივად განხორციელდა.

მე-12 ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში ასრულებდა. ბატალიონის ამოცანას საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენდა.

„მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ მე-12 ბატალიონი როტაციის წესით მე-13 ბატალიონმა ჩაანაცვლა. ქვედანაყოფმა უფლებამოსილება უკვე გადაიბარა.

სამშობლოში ჩამოსული ქართველი მშვიდობისმყოფელები მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ქართველი ეპიდემიოლოგების მიერ შემუშავებული რეკომენდაციებით, ორკვირიან კარანტინს გაივლიან და შემდეგ დაუბრუნდებიან ქვედანაყოფს.

მიმდინარე თვის განმავლობაში ავღანეთიდან საქართველოში ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ მყოფი 38 კოვიდინფიცირებული სამხედრო დაბრუნდა. ინფიცირების წყარო, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ადგილობრივი ავღანელი პერსონალი იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG