Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა


საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში 14-ით გაიზარდა ახალი კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა.

ოფიციალურ საიტზე, STOPCOV.GE-ზე განახლებული მონაცემების თანახმად, ამ დროისათვის ინფიცირებულთა რაოდენობა 1131-ს შეადგენს.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 3-ით გაიზარდა და 920-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში სულ 16 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6183 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 302.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG