Accessibility links

ისრაელში ათიათასობით ადამიანმა გააპროტესტა ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკა


ისრაელში ათიათასობით ადამიანმა გამართა საპროტესტო დემონსტრაცია უმუშევრობის, კორუფციისა და იმის წინააღმდეგ, თუ როგორ უმკლავდება პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ კორონავირუსის პანდემიას.

26 ივლისს, გამთენიისას, პოლიციამ იერუსალიმში 12 ადამიანი დააპატიმრა და წყლის ჭავლი გამოიყენა განრისხებული დემონსტრანტების წინააღმდეგ, განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა მიკი როზენფელდმა.

საპროტესტო გამოსვლების დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ პირველად შეიკრიბა ასობით ადამიანი ნეთანიაჰუს კერძო სახლის წინაც ქალაქ კესარიაში, სადაც მათ გაძლიერებული დაცვა აღუდგა წინ.

პოლიციის ნებართვით, საპროტესტო აქციების გამართვა შუაღამემდე შეიძლება იერუსალიმში, ნეთანიაჰუს ოფიციალური რეზიდენციის მახლობლად, ასევე თელ-ავივის ზღვისპირა პარკში და რამდენიმე სხვა ადგილას.

მარტის შუა რიცხვებში ნეთანიაჰუმ შემოიღო მკაცრი საკარანტინო ზომები, რითიც წარმატებით მოხერხდა ისრაელში კორონავირუსის პირველი ტალღის შეკავება. მაგრამ ამ ზომებმა სერიოზული ზიანი მიაყენა ეკონომიკას და უმუშევრობამ 20%-იან ზღვარს გადააჭარბა.

მას შემდეგ, რაც მაისში გაუქმდა თავდაპირველი მკაცრი ზომები, გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირებულთა ყოველდღიური რაოდენობა. ახლა ისრაელში ინფიცირებულთა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მოსახლეობის რაოდენობასთან მიმართებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG