Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ეროვნული საფეხბურთო გუნდის ექიმი COVID-19-ით გარდაიცვალა


უკრაინის ეროვნული საფეხბურთო გუნდის ექიმი, 48 წლის ანტონ ჰუდაევი COVID-19-ით გარდაიცვალა. ამის შესახებ უკრაინის ფეხბურთის ასოციაცია (UAF) ავრცელებს განცხადებას.

„უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტის, ანდრეი პალევკას, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ანდრეი შევჩენკოსა და უკრაინის მთელი საფეხბურთო ოჯახის სახელით გულითად თანაგრძნობას ვუცხადებთ მის ოჯახს,“ ნათქვამია UAF-ის განცხადებაში. „მთელი ეროვნული ნაკრები დიდად დამწუხრებულია“.

ჰუდაევი ასევე გუნდის მწვრთნელად მუშაობდა ხარკოვის „მეტალისტში“.

უკრაინაში დღემდე კორონავირუსით ინფიცირების 65 ათასამდე დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული. გარდაიცვალა 1600-ზე მეტი ადამიანი.

ეპიდემიის დაწყებიდან მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 16 მილიონს გადააჭარბა. ის ყოველდღიურად 200 ათასზე მეტით იზრდება, ძირითადად აშშ-ის, ასევე ლათინური ამერიკისა და აზიის მჭიდროდ დასახლებული ქვეყნების ხარჯზე. უკანასკნელ ხანებში ინფექციის გავრცელების ტემპები იზრდება ევროპის რიგ ქვეყანაში, სადაც გაუქმდა საკარანტინო ზომების უდიდესი ნაწილი.

დღემდე მსოფლიოში COVID-19-ით გარდაიცვალა 650 ათასამდე ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG