Accessibility links

როცა პირადული პოლიტიკურია


ავტორი: ნუცა სპარსიაშვილი

თორნიკე შენგელია “ცსკ”–ს შემადგენლობას შეუერთდა, რასაც მთელი აყალ–მაყალი მოჰყვა.
ცნობილი ქართველი კალათბურთელის რუსულ კლუბში გადასვლის ამბავი რეზონანსული აღმოჩნდა.

ჩვენ ერთმნიშვნელოვნად გვიყვარს ნიჭიერი ქართველებზე წარმატებული ისტორიები, მაგრამ როცა ამბავი რუსეთში ხდება, უკვე ვმერყეობთ მოვლენის შეფასებაზე. სად სპორტი და სად პოლიტიკა, სად ხელოვნება და პოლიტიკა პოლიტიკოსებიანად. ისინი ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ და ვაცადოთ ხალხს თავიანთი საქმის კეთება, – გვიხსნიან და გვირჩევენ.
გვაჯერებენ, რომ ხელოვანი და სპორტსმენი მითუმეტეს რომ პოლიტიკისგან გამიჯნულია. აპოლიტიკური ადამიანი-მოქალაქე ვერ იქნები, ეგ ერთი. როცა შენი ყოვლადცნობილი პერსონა პოპულარულ რუსულ გუნდს უკავშირდება, ძნელია პირადული მხოლოდ პირადულად დარჩეს.

როცა ნიჭიერ ქართველებზე გავრცელებული კარგი ამბები პირდაპირ რუსეთს უკავშირდება, ჩვენი ჩერლიდერული ენთუზიაზმი იყინება, რადგან არ ვიცით როგორ შევხვდეთ ასეთ ამბებს. ერთის მხრივ, გვინდა წარმატება და წინსვლა ვუსურვოთ ჩვენ ქართველებს და თავი გამოვიდოთ ტრაბახით რა ნიჭიერები ვართ, თან რუსული კონტექსტის გათვალისწინებით გვაწუხებს კითხვა – საერთოდ თუ შეიძლება ჰქონდეს სიხარულს ადგილი?

მსგავს ამბებისადმი და მოვლენებისადმი დამოკიდებულება საზოგადოებაში განსხვავდება. ზოგჯერ დამოკიდებულებები გაურკვეველი და არაერთმნიშვნელოვანია. უფრო კონკრეტულად გეტყვით, პეტერბურგში ცხოვრების პერიოდს ეს უცნაური დამოკიდებულება და განცდები ჩემ თავზე მაქვს გამოცდილი. რუსეთის კულტურულ დედაქალაქს პერიოდულად ეწვეოდნენ გამოჩენილი ქართველი ხელოვნების დარგის წარმომადგენლები – მომღერლები, მხატვრები და მოცეკვავეები. ქართული კინოს კვირეულიც ტარდებოდა. ყველასთვის გასაგები მიზეზების გამო, ასეთი ვიზიტები არ იყო ხშირი. ქართველების ჩამოსვლებზე ჩემი განცდები ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდიოდა. ბოლოს კი ხელოვნების მოყვარულს და ქართულს მონატრებულს გული არ მითმენდა და სიხარულით მივიჩქაროდი მათ საღამოებზე. ჩემნაირი რამდენია იქ. თუმცა, რამდენი ადამიანიცაა, იმდენია აზრია. ზოგი ქართველის პოზიცია მახსენდება, რომლებიც მსგავს ღონისძიებებს პროტესტის ნიშნად პრინციპულად არ ესწრებოდნენ, თუმცა თავად ათწლეულებია რაც რუსეთში ცხოვრობენ.

ერთმნიშვნელოვნად შეფასება და დადგენა თუ რა არის სწორი და რა არასწორი, ძალიან რთულია.

Beloved Nino Katamadze
ქათამაძის ფენომენის გახსენებაზეც ვიტყი ერთი–ორს. მე არ ვიცოდი ნინოს რეპერტუარი, როცა ჩემ რუს ჯგუფელებს მისი სიმღერები გადაღეჭილი ჰქონდათ. ზოგადად ქართველი მომღერლის კონცერტებს რუსეთში სულმოუთმენლად ელოდებოდნენ ხოლმე. უნდა გენახათ სიხარულისგან სახე როგორ უნათებდათ. ნინო ქათამაძე წარმატებით გასტროლირებდა რუსეთში და უკმაყოფილო არავინ იყო – არც ქართველები, არც რუსები და არც თავად არტისტი. ეს ჰარმონია დაირღვა მაშინ, როცა ის “გავრილოვის ღამის” შემდეგ გამართულ ერთ–ერთ აქციაზე მონაწილეების მხადასაჭერად სიტყვით გამოვიდა და რუსეთში სიმღერაზე უარი განაცხადა. ქათამაძის ანონსი რუსულმა მედიამ აიტაცა და ანტიქართული კამპანიაში რუსეთის მოსახლეობაში აგრესიის გამომწვევ მორიგ რუპორად გამოიყენა, რაც საქართველოს წინააღმდეგ იყო მიმართული. ნინოს პოზიცია გაბრაზებულმა და პოლიტიკურად გაუთვიცნობიერებულმა საზოგადოებამ შეიცხადა და იწყინა. ქათამაძის მსმენელს მაინც ეყვარება მისი შემოქმედება და ნინო რუსეთში რომც არ ან ვერ ჩავიდეს, მისი იქაური ფანები მისი კონცერტებისთვის ყველგან ჩავლენ. ასეთები არიან ერთგული გულშემატკივრები, ყველგან მოგაგნებენ და ვერსად დაემალები. ისინი საქართველოშიც ჩამოვლენ და დარწმუნდებიან, რომ ქართველებს რუსოფობობა თურმე არ სჭირს და გაოცდებიან პირდაპირ.

რთული ხვედრი ჰქონია პირადულის და პოლიტიკურის უნებურ ურთიერთკავშირებს.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG