Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

27 ივლისს დონბასში ძალაში შედის საზავო შეთანხმება


უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები განაგრძობენ მზადებას დონბასში ცეცხლის სრული და ყოვლისმომცველი შეწყვეტისთვის. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების პრესსამსახური იტყობინება. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 27 ივლისს შუაღამით უნდა შევიდეს ძალაში. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიმდინარე კვირაში შეთანხმდნენ სამმხრივ საკონტაქტო ჯგუფში უკრაინა, რუსეთი და ეუთო.

საზავო რეჟიმის მხარდაჭერისთვის მზადყოფნას აცხადებენ აღმოსავლეთ უკრაინელი სეპარატისტებიც, რომელთაც რუსეთი უჭერს მხარს. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში“ დააზუსტეს, რომ თავიანთ მებრძოლებს აუკრძალეს ყოველგვარი იარაღის გამოყენება.

სამმხრივ ჯგუფში აგრეთვე შეათანხმეს ზავის კონტროლის დამატებითი ზომების კომპლექსი, რაც სხვათა შორის კრძალავს დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფების საქმიანობას და სროლას, მათ შორის, სნაიპერული იარაღით.

ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დროდადრო ცხადდება დონბასის კონფლიქტის ზონაში, მაგრამ პრაქტიკულად მაშინვე ირღვევა. მხარეები ამაში ერთმანეთს ადანაშაულებენ ხოლმე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG