Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმირ პუტინმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის შესახებ ისაუბრეს


რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა, ვლადიმირ პუტინმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრეს აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის შესახებ და მხარი დაუჭირეს საზავო შეთანხმებას, რომელიც 27 ივლისიდან შედის ძალაში. ამის შესახებ პუტინისა და ზელენსკის კანცელარიები იტყობინებიან.

უკრაინის, რუსეთისა და ეუთოს წარმომადგენლები შეთანხმდნენ ცეცხლის სრული და ყოვლისმომცველი შეწყვეტის შესახებ აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტში, რომელსაც 2014 წლიდან 13 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

სატელეფონო საუბრისას პუტინმა ზელენსკის უთხრა, რომ უკრაინის გადაწყვეტილება, რეგიონული არჩევნები ჩაატაროს 2020 წელს, ეწინააღმდეგება მინსკის სამშვიდობო შეთანხმებებს, რომლებიც კონფლიქტის მოგვარებისკენაა მიმართული.

კიევი ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას აპირებს მთელს უკრაინაში გარდა სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებისა.

უკრაინასა და რუსეთს შორის დაპირისპირება გამწვავდა მას შემდეგ, რაც 2014 წელს მოსკოვმა ხელში ჩაიგდო ყირიმის ნახევარკუნძული და დაიწყო აღმოსავლეთ უკრაინელი სეპარატისტებისთვის დახმარების აღმოჩენა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG