Accessibility links

რამზან კადიროვი თავს მიიჩნევს ნობელის პრემიის ღირსად


ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა უსამართლობა უწოდა აშშ-ის მიერ მისთვის დაწესებულ სანქციებს. კადიროვი ამბობს, რომ მან ამერიკელებისგან განსხვავებით ტერორიზმი დაამარცხა

„ჩვენ გავაჩერეთ ომი, გავანადგურეთ საერთაშორისო ტერორიზმი. ნობელის პრემია უნდა მომცენ ტერორიზმზე გამარჯვებისთვის, ისინი კი პირიქით, სანქციებს მიწესებენ. უსამართლობაა!“ - განაცხადა კადიროვმა ტელეკომპანია „როსია 1“-თან ინტერვიუში.

ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის თქმით, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის წყალობით წესრიგი დაამყარეს, მშვიდობიანად ცხოვრობენ და ვითარდებიან მაშინ, როცა ამერიკელები ახლო აღმოსავლეთში ტერორიზმს ვერაფერს უხერხებენ და ავღანეთში, სირიაში, ერაყსა და ლიბიაში ადამიანებს ყოველდღე კლავენ.

20 ივლისს, აშშ-მა რამზან კადიროვს ახალი სანქციები დაუწესა. ვაშინგტონი კადიროვს აკისრებს პასუხისმგებლობას ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებზე, წამებასა და მკვლელობებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG