Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევაა


გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა. ეს 17 ივლისის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1137-მდე გაიზარდა.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე 27 ივლისს, დილით განახლებული მონაცემებით, კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 2 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 922.

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 16 ადამიანი.

27 ივლისის დილის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 6439 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 326.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. მათგან 38 ავღანეთში ნატოს სამშვიდობო მისიაში მონაწილე სამხედროა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG