Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დე ფაქტო შსს-ს ცნობით, სოხუმში 2 მილიონზე მეტი ტყვია აღმოაჩინეს


სოხუმში, ერთ-ერთი საწარმოს მიერ ნაქირავებ ტერიტორიაზე სხვადასხვა კალიბრის 2 637 430 ტყვია აღმოაჩინეს. ამის შესახებ სააგენტო „აფსნიპირესი“ წერს აფხაზეთის დე ფაქტო შსს-ზე დაყრდნობით.

რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. შსს-ში აცხადებენ, რომ სამართალდამცავებმა საწარმო KASKAD-M-ის მიერ იჯარით აღებულ ტერიტორიაზე "ოპერატიული ინფორმაციის" საფუძველზე გამოიკვლიეს მეტალის სატვირთო კონტეინერები, სადაც ხის ყუთებში შენახული ტყვიები იპოვეს.

დე ფაქტო შსს-ს ცნობითვე, ტყვიები ექსპერტიზისთვის გაიგზავნა და მიმდინარეობს შემოწმება, რომლის შედეგების მიხედვით მიღებული იქნება „პროცესუალური გადაწყვეტილება“.

კომპანიის ვებსაიტის მიხედვით, KASKAD-M სამშენებლო მასალებით ვაჭრობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG