Accessibility links

site logo site logo

სამი ბანერი სამწლიანი ბრძოლის შემდეგ


თბილისის ზღვაზე, ე.წ. ჩანჩქერის ტერიტორიზე გამაფრთხილებელი ბანერები დადგეს. ამ ბანერების დამონტაჟებას უკვე სამი წელია ითხოვენ იმ ბავშვების მშობლები, რომლებიც ამ ადგილას დაიღუპნენ.

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ბანაობის ამკრძალავი ნიშნები კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ“-მა დააყენა, უფრო სწორად განაახლა თავისივე ძველი ბანერები. „ჩანჩქერის“ ტერიტორია ბანაობისთვის სახიფათოა და გამოირჩევა იმით, რომ ამ ადგილას ხშირად ხდება უბედური შემთხვევები.

„დარჩა კიდევ ერთი ბანერი, რომელიც ვითხოვთ, უშუალოდ სანაპირს ზოლში დააყენონ. ასევე ვითხოვთ ამ ტერიტორიაზე ბარიერის მოწყობას, რადგან ახალგაზრდები მიუხედავად ამკრძალავი ნიშნებისა, მაინც ჩადიან საბანაოდ“, - ამბობს ალეკო ცქიტიშვილი, კამპანია „იცურე მშვიდად“ წარმომადგენელი.

ალეკო ცქიტიშვილის მოთხოვნა - მერიამ არხის მთლიან გაყოლებაზე 2.5 მეტრის სიმაღლის ბეტონის კედელი აღმართოს - სამოქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა კიდეც, მაგრამ მერიამ გადაწყევეტილება ზემო ინსტანციაში გაასაჩივრა. ალეკო ქციტიშვილი ასევე ითხოვს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ“-მა ჯეროვნად დაიცვას „ჩანჩქერის“ მეორე სანაპირო, კერძოდ განათავსოს ამ ტერიტორიაზე სათვალთვალო კამერები ან სადარაჯო ჯიხური.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG