Accessibility links

ლილოს ბაზრობის 12 ბიზნესსუბიექტი დააჯარიმეს


შრომის ინსპექციის დეპარტამენტმა გასული ერთი კვირის შემოწმების შედეგად ლილოს ბაზრობაზე 12 ბიზნესსუბიექტი დააჯარიმა. ყველა მათგანს უსაფართხოების წესების დარღვევა დაუდგინეს. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ამ დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.

გარდა ამისა, დაჯარიმებულთა შორის მოხვდნენ ნავთლუღის ტერიტორიაზე განთავსებული ორი ბიზნესსუბიექტი, დიდუბის 3 ვარკეთილის 1 ბიზნესსუბიექტი.

"შემოწმება დამოკიდებულია რისკფაქტორებზე, თუ რომელ სექტორში არის მომეტებული საფრთხე, რომ ვირუსი გავრცელდეს. სწორედ ამიტომ ვცვლით ფოკუსს. ამ ეტაპზე დავიწყეთ ბაზრების შემოწმება", - თქვა ფერაძემ.

საქართველოში მდებარე ბაზრებსა და ბაზრობებზე კონტროლი მას შემდეგ გამკაცრდა, რაც ქვემო ქართლში კორონავირუსი დაუდასტურდათ იმ პირებს, რომლებიც სხვადასხვა ბაზარში, მათ შორის, ლილოს ტერიტორიაზე ვაჭრობდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG