Accessibility links

"ევროპული საქართველოს" პირველი ნომერი დავით ბაქრაძე იქნება


პარტია "ევროპული საქართველოს" პირველი ნომერი დავით ბაქრაძე იქნება. ამის შესახებ პარტიის პრესსამსახურმა ირაკლი აბესაძის კომენტარი გაავრცელა.

მისივე თქმით, საპარლამენტო საბოლოო სიის დაკომპლექტების დროს გამოიყენებენ შიდაპარტიულ კონკურენციას და მიღებული ხმების რაოდენობით გადაწყვეტენ, ვინ მოხვდება პარლამენტში.

"როგორც მოქმედი პოლიტიკოსები, ისე ახალი სახეები გაინაწილებენ საარჩევნო ოლქებს და კონკრეტულ საარჩევნო ოლქში მიღებული საარჩევნო ხმებიდან გამომდინარე პარლამენტში მანდატს მიიღებენ, ანუ ვინც უფრო მეტად დააჯერებს ამომრჩეველს და უფრო მეტ ხმას მოუტანს "ევროპულ საქართველოს", - თქვა აბესაძემ.

"ევროპული საქართველო" "ნაციონალური მოძრაობიდან" გამოყოფის შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში პირველად იღებს მონაწილეობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG