Accessibility links

რუსეთი ამტკიცებს, რომ თავიდან აიცილა ექსტრემისტების თავდასხმა მოსკოვის ერთ-ერთ რაიონში


რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (FSB) ცნობით, სპეცსამსახურმა ჩაფუშა ექსტრემისტების მიერ დაგეგმილი თავდასხმა მოსკოვის ერთ-ერთ ხალხმრავალ რაიონში და მოკლა ერთი პირი, რომელიც ეჭვმიტანილია თავდასხმის ორგანიზებაში.

სააგენტო „როიტერსი“ რუსეთის უწყებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ეჭვმიტანილმა ცეცხლი გაუხსნა სამართალდამცველებს, რომლებიც მის დაკავებას ცდილობდნენ.

საპასუხო სროლის შედეგად თავდამსხმელი განადგურებულია.

რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, ინციდენტის ადგილზე ნაპოვნია ავტომატი და ხელყუმბარა, ხოლო მოკლულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას მიაგნეს „საერთაშორისო ტერორისტული დაჯგუფების ემისრებთან“ კავშირის დამადასტურებელ სამხილს.

ეჭვმიტანილი ცენტრალური აზიიდანაა. სხვა დეტალები უცნობია.

მანამდე, 17 თებერვალს, რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (FSB) განაცხადა, რომ ტერაქტი თავიდან აიცილა ასევე „ხაბაროვსკში, ხალხის თავშეყრის ადგილზე“.

უწყებას მხედველობაში ჰქონდა მასობრივი ანტისამთავრობო აქციები, რომელიც ამჟამად პატიმრობაში მყოფი ოლქის ყოფილი გუბენატორის, სერგეი ფურგალის, მხარდასაჭერად იმართება.

ხაბაროვსკში ტერაქტის სამზადისში ეჭვმიტანილი პირი დაკავებულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG