Accessibility links

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული სამხედრო წვრთნა მიმდინარეობს


ფოტო არქივიდან: რუსეთის საოკუპაციო ბაზის სამხედროები გუდაუთის მახლობლად

ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებული რუსული ბაზის სამხედროებმა დაიწყეს საბრძოლო მომზადება სწავლების ახალი სისტემით „კოლესო“.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წებელდის და ნაგვალოუს პოლიგონებზე მიმდინარე წვრთნებში ჩართულია 1500-ზე მეტი სამხედრო და 200 ერთეულზე მეტი საბრძოლო ტექნიკა და შეიარაღება.

სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ახალი სისტემით სწავლება ბრძოლის თეორიასთან ერთად მოიცავს პრაქტიკული ამოცანების შესრულებას უშუალოდ პოლიგონებზე, მთებში და შავი ზღვის სანაპიროზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ წვრთნების სულ მცირე 50% ღამის საათებში ტარდება და ითვალისწინებს მთებში საბრძოლო მანქანების მართვისა და სროლისთვის მომზადებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG