Accessibility links

უგულავა ოპოზიციური პარტიების ნაწილს რეგიონებში საერთო კანდიდატების დასახელებას სთავაზობს


"ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგი უგულავა ამბობს, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" რეგიონებში 22 საერთო კანდიდატის დაყენებაზე დაწყებული მოლაპარაკებები უშედეგო აღმოჩნდა და ახლა უკვე დანარჩენ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, ამ კუთხით გაერთიანდნენ. ამ საკითხზე მან ბრიფინგზე ისაუბრა.

"ჩვენ მყარად გვჯერა, რომ ოპოზიციური ერთიანობა და საერთო მაჟორიტარების შერჩევა აუცილებელია ივანიშვილის დასამარცხებლად... მინდა ვთხოვო ჩვენს კოლეგებს სხვა პარტიებიდან, უახლოეს დღეებში, უახლოეს მომავალში გავაგრძელოთ და დავასრულოთ კონსულტაციები და შევჯერდეთ საერთო მაჟორიტარებზე, რომელიც იასპარეზებენ რეგიონებში", - თქვა უგულავამ.

ოპოზიციური პარტიების ერთი ნაწილი, მათ შორის, "ნაციონალური მოძრაობა", თბილისში 8 მაჟორიტარი კანდიდატის დასახელების დროს გაერთიანდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG