Accessibility links

ერაყში ორი დემონსტრანტი დაიღუპა უსაფრთხოების ძალებთან შეტაკების შემდეგ


ერაყის დედაქლაქ ბაღდადში ანტისამთავრობო დემონსტრაციის ორი მონაწილე დაიღუპა და 21 დაიჭრა უშიშროების ძალებთან შეტაკების შემდეგ.

26 ივლისს ანტისამთავრობო დემონსტრაციები, რომელიც კორონავირუსის გამო რამდენიმე თვის განმავლობაში არ ტარდებოდა, კვლავ განახლდა ბაღდადსა და ერაყის კიდევ რამდენიმე ქალაქში, სადაც ძლიერი სიცხეების პირობებში მოსახლეობა უწყლობას და უშუქობას უჩივის.

დემონსტრანტები ბაღდადში წინააღმდეგობის სიმბოლოდ ქცეულ ტაჰრირის მოედანზე შეიკრიბნენ, სადაც მოხდა დაპირისპირება მათსა და პოლიციას შორის.

იუწყებიან, რომ ერაყის უსაფრთხოების ძალებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს ბრბოს წინააღმდეგ.

მაგრამ ნახევრად ოფიციალური ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისიის წარმომადგენლის, ალი ალ-ბაიათის თანახმად, უსაფრთხოების ძალები იყენებდნენ ნამდვილ ტყვიებს დემონსტრანტების დასაშლელად.

ხელისუფლების არაკომპეტენტურობისა და ელიტური კორუფციის წინააღმდეგ მიმართული მასობრივი აქციები შარშან ოქტომბრიდან დაიწყო ერაყში და რამდენჯერმე გადაიზარდა ძალადობაში.

უსაფრთხოების ძალებთან შეტაკების შედეგად სულ მცირე 600 - დემონსტრანტი დაიღუპა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG