Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

12 წლით პატიმრობა მიუსაჯეს ბელარუსის პრეზიდენტის პირადი დაცვის ყოფილ უფროსს


ბელარუსის უმაღლესმა სასამართლომ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ანდრეი ვტიურინს, ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკას დაცვის ყოფილ უფროსსა და უშიშროების საბჭოს სახელმწიფო მდივნის ყოფილ მოადგილეს.

ვტიურინი 2019 წელს დააპატიმრეს ქრთამის აღებისა და ქრთამის მიცემის წაქეზების ბრალდებით.

გამოძიების თანახმად, მან 180 000 ამერიკული დოლარი აიღო რუსეთის ორი მოქალაქის, კომპანია „სმართლაბსის“ და "УГМК-ტელეკომის“ ხელმძღვანელების, ვლადიმირ კაზანცევისა და ვიტალი გორბაჩოვისგან.

ვტიურინმა დანაშაული ნაწილობრივ აღიარა. რუსეთის მოქალაქე ანდრეი ვტიურინი, თითქმის 20 წლის განმავლობაში მუშაობდა ბელარუსის პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურში, ხოლო 7 წელი სათავეში ედგა ალექსანდრ ლუკაშენკას დაცვის სამსახურს.

ბელარუსული მედიის თანახმად, ვტიურინი ლუკაშენკას „უახლოეს გარემოცვაში“ შედიოდა და მის სახელს 10 ყველაზე გავლენიან ბელარუსს შორის მოიხსენიებდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG