Accessibility links

დონალდ ტრამპის მრჩეველი სახელმწიფო უშიშროების საკითხებში, რობერტ ო’ბრაიენი კორონავირუსით დაინფიცირდა


რობერტ ო'ბრაიენი

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს სახელმწიფო უშიშროების საკითხებში, რობერტ ო’ბრაიენს, შემოწმების შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც თეთრი სახლის მაღალჩინოსანი თვითიზოლაციაში იმყოფება, - ამის შესახებ „როიტერს“ ინფორმაცია დაუდასტურეს თეთრი სახლში.

ცნობაში აღნიშნულია, რომ არ არსებობს არავითარი საფრთხე ვირუსით ქვეყნის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის დაინფიცირებისა.

იუწყებიან, რომ ო’ბრაიენს კორონავირუსი შეეყარა ოჯახური ღონისძიების შემდეგ.

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი სახელმწიფო უშიშროების საკითხებში, თვითიზოლაციაში თავის სახლში იმყოფება და სამუშაოს ტელეფონით ასრულებს.

„სახელმწიფო უშიშროების საბჭოს მუშაობა უწყვეტად გრძელდება“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG